ტომას მიულერი - რთული სეზონის გადალახვა გვიწევდა, მაგრამ წინ უნდა გვევლო
ტომას მიულერი - რთული სეზონის გადალახვა გვიწევდა, მაგრამ წინ უნდა გვევლო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, მიუნხენური კლუბის თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის განსაკუთრებულ დამსახურებას გაუსვა ხაზი.

„მთავარი მწვრთნელი ერთადერთი ადამიანია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და, შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება, – ციტირებს მიულერის სიტყვებს უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი, – თუ მწვრთნელი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს, ის გუნდის უსუსტესი რგოლი ხდება, თუ სწორს – საუკეთესო.

ყველას გვესმოდა, რომ რთული სეზონის გადალახვა გვიწევდა, ჩვენ კი სულ წინ უნდა გვევლო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველმხრივ ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ აქ მთავარი ხასიათია. მზად ვიყავით, რომ გვებრძოლა და მოგვეთმინა“, – ამბობს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის თავდამსხმელი.