თომას მიულერი  „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალს გამოტოვებს
თომას მიულერი „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალს გამოტოვებს

„ბაიერნის“ შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორივე მატჩს გამოტოვებს.

უეფამ გერმანელს „აიაქსთან“ მატჩში უხეშობის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. მიულერმა თავში ფეხი ჩაარტყა ტალიაფიკოს, რის გამოც პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

„ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ მერვედფინალები 19 თებერვალს და 13 მარტს გაიმართება. პირველი მატჩი ლივერპულში შედგება.