თომას მიულერი კარიერას არ ასრულებს #1TVSPORT
თომას მიულერი კარიერას არ ასრულებს #1TVSPORT

„ბაიერნის“ ყოფილმა ფორვარდმა, თომას მიულერმა მიუნხენური კლუბის დატოვების შემდეგ პროფესიული კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. გერმანელი ფეხბურთელი MLS-ის ერთ-ერთ კლუბში ითამაშებს. ამის შესახებ იტყობინება Sky Sport Germany.

წყაროს ცნობით, მიულერი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოაწერს ხელს კონტრაქტს. კონკრეტულად MLS-ის რომელ გუნდში ითამაშებს გერმანელი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ორი პრეტენდენტი კლუბიდან ერთ-ერთი „ლოს ანჯელესია“.

35 წლის მიულერმა „ბაიერნი“ 2025 წლის ზაფხულში დატოვა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ. სულ მან მიუნხენურ კლუბში 756 მატჩი ჩაატარა, 250 გოლი გაიტანა და 276 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საკლუბო დონეზე მის ანგარიშზე 33 ტიტული მოდის.