ტომას მიულერი – „ბორუსიასთან“ მატჩში განსაკუთრებით უნდა მოვინდომოთ
MUNICH, GERMANY - OCTOBER 26: Thomas Mueller of Bayern Munich smiles prior to the Bundesliga match between FC Bayern Muenchen and 1. FC Union Berlin at Allianz Arena on October 26, 2019 in Munich, Germany. (Photo by Sebastian Widmann/Bongarts/Getty Images)
ბუნდესლიგის 27-ე ტურში ფრანკფურტის „აინტრახტის“ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების შემდეგ (5-2), „ბაიერნის“ ფორვარდმა ტომას მიულერმა ჟურნალისტებთან საუბარში ეს შედეგი შეაჯამა.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მას შემდეგ, რაც დორტმუნდმა თავისი მატჩი მოიგო, ჩვენ წაგების უფლება არ გვქონდა. ამიტომ, გუნდში ყველამ ძალიან მოინდომა. მთლიანობაში მატჩი ძალიან კარგი გამოვიდა და ახლა „ბორუსიასთან“ მატჩში უნდა ყველას ვაჩვენოთ, რომ მაყურებელთა გარეშეც კარგად შეგვიძლია თამაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა“, – მოჰყავს მიულერის სიტყვები „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმს 61 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ, მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის „ბორუსია“ კი მათ ოთხი ქულით ჩამორჩება.