თომას მიულერი „ბაიერნის“ ისტორიაში მესამე ბომბარდირია #1TVSPORT
თომას მიულერი „ბაიერნის“ ისტორიაში მესამე ბომბარდირია #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში „ბაიერნმა“ სტუმრად 3:1 დაამარცხა „ფიურტი“. ამ მატჩში ერთი გოლი თომას მიულერმა გაიტანა – მან მე-10 წუთზე გამოიჩინა თავი.

ეს გოლი ფორვარდისთვის 218-ე იყო „ბაიერნის“ შემადგენლობაში. მიულერმა გაუსწო კარლ-ჰაინც რუმენიგეს და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. „ბაიერნში“ უფრო მეტი გოლი გატანილი აქვთ რობერტ ლევანდოვსკისა (305) და გერდ მიულერს (523).