თომას ბახი ტოკიოს მსგავს მზადებას ვერ იხსენებს

01:49, 29.11.2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი ვერ იხსენებს, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი რომელიმე ქალაქი, თამაშების დაწყებამდე ორი წლით ადრე ამდენად დაწინაურებულიყოს, როგორც ეს დღეს ტოკიოს შემთხვევაშია.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინაში სტუმრად მყოფი IOC-ის პრეზიდენტის განმარტებით, იაპონელთა ამგვარი მზადება ოლიმპიური თამაშების ორგანიზების ყველა ასპექტს ეხება.

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი იოშირო მორი დარწმუნებულია, რომ იაპონიის დედაქალაქში თამაშები წარმატებით ჩატარდება: „წარმატებული ოლიმპიური თამაშებისთვის ყველა ინგრედიენტი ადგილზეა. IOC-ს და მსოფლიოს ჩვენგან დიდი მოლოდინები აქვთ და ჩვენ მათ იმედს არ გავუცრუებთ.“

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მსგავსი