თომას ბახი „ტოკიო 2020“-ზე - სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, მაგრამ თამაშების გაუქმება დღის წესრიგში არ არის
თომას ბახი „ტოკიო 2020“-ზე - სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ, მაგრამ თამაშების გაუქმება დღის წესრიგში არ არის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია სხვადასხვა სცენარს განიხილავს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ 2020 წლის თამაშების გაუქმების ვარიანტი არ განიხილება.

„გაუქმება არ დგას დღის წესრიგში. ვისწრაფვით თამაშების წარმატებით ჩატარებისკენ. არ ვიცით, როგორი იქნება სიტუაცია. რა თქმა უნდა, განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს, მაგრამ სხვა სპორტული ორგანიზაციებისგან ან პროფესიული ლიგებისგან იმით განვსხვავდებით, რომ თამაშებამდე კიდევ ოთხნახევარი თვე გვრჩება.

ეს კრიზისი იმის გამო არის უნიკალური და რთული, რომ ყველანი სრულ გაურკვევლობაში ვართ. დღეს ვერავინ იტყვის, რა მოხდება ხვალ, ერთი თვის შემდეგ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ოთხი თვის შემდეგ“, – განაცხადა ბახმა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში 24 ივნისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში უნდა გაიმართოს.