თომას ბახი რუსულ დოპინგ-სკანდალში არ ჩაერევა
თომას ბახი რუსულ დოპინგ-სკანდალში არ ჩაერევა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია  მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს რუსეთთან დაკავშირებული პრობლემის საკითხში ბოლომდე ენდობა.

„ეს პროცესი მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა და სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს იურისდიქციაშია იმ კანონის თანახმად, რომელიც 2018 წლიდან მოქმედებს.ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ამ საკითხში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. მე არ ვიცი დეტალები, ეს ყველაფერი ჩემი ორგანიზაციის ხელში არ არის”, – განაცხადა ბახმა.

პრეზიდენტს მხედველობაში აქვს რუსული მხარის მიერ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მასალების გაყალბება. ამ დარღვევისთვის, რუსეთს, შესაძლოა, მომდევნო ორ ოლიმპიადაზე გამოსვლა აუკრძალონ.