თომას ბახი - პიონჩანგის ოლიმპიადა ჩაშლის პირას იყო
თომას ბახი - პიონჩანგის ოლიმპიადა ჩაშლის პირას იყო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა აღიარა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა, შესაძლოა, სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში არ გამართულიყო.

„თამაშების გაუქმებისთვის აუცილებელი არ არის ომის დაწყება. ამისთვის საკმარისი იყო, ერთ-ერთ ქვეყანას უარი ეთქვა ოლიმპიადაში მონაწილეობაზე იმის გამო, რომ მის სპორტსმენებს ვერ აძლევენ უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საკმაოდ მძიმე იყო. ვიყავით თუ არა ახლოს თამაშების გაუქმებასთან? დიახ, ძალიან ახლოს“,  – განაცხადა პრეზიდენტმა Insidethegames-თან ინტერვიუში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ორგანიზატორებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრობლემები. ასევე იწერებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ცდების გამო, შეიძლება თამაშებზე არ ჩასულიყო ამერიკის შეერთებული შტატები.

საბოლოოდ, ოლიმპიადა ჩატარდა და ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ გახსნის ცერემონიაზე ერთობლივი გუნდი გამოიყვანეს.