თომას ბახი ოლიმპიადის გადატანის გამო ასობით მილიონ დამატებით ხარჯს ელოდება
თომას ბახი ოლიმპიადის გადატანის გამო ასობით მილიონ დამატებით ხარჯს ელოდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ილაპარაკა იმ დანახარჯებზე, რასაც ტოკიოს ოლიმპიადის 2020 წლიდან 2021 წელს გადატანა გამოიწვევს.

„როგორი იქნება დანახარჯი ოლიმპიადის გადატანის გამო? ამის თქმა ჯერ შეუძლებელია. ჩვენ მოველაპარაკეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრს, რომ მათი მხარე გააგრძელებს ყველანაირი ხარჯის გაღებას, რომელიც 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო საჭირო, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვლავაც იქნება პასუხისმგებელი დანახარჯების საკუთარ წილზე. ჩვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებით უკვე ცხადია, რომ რამდენიმე ასობით მილიონი დოლარის დამატებითი ხარჯი გველოდება“, – თქვა ბახმა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ნაცვლად, 2021 წელს გაიმართება – 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე.