თომას ბახი - ჩვენ უნდა დავემორჩილოთ WADA-ს რეკომენდაციებს
თომას ბახი - ჩვენ უნდა დავემორჩილოთ WADA-ს რეკომენდაციებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ვალდებული იქნება დამორჩილდეს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას რუსულს სპორტთან დაკავშირებით, რადგან ასეა მითითებული ახალ რეგლამენტში. ამის შესახებ გამოაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია ორგანიზაციის აღმასკომს – აღიაროს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო კანონგარეშედ, აუკრძალოს რუსეთს ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა, აგრეთვე, არ დაუშვას რუსი სპორტსმენები ტურნირებზე. მიზეზი მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს დოპინგ-სინჯების გაყალბებაა.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ რეგლამენტს. ეს აუცილებელია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის“, – განაცხადა ბახმა. ასე რომ, გერმანელი ჩინოვნიკის ორგანიზაცია ვერ შეძლებს რუსული სპორტის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო რუსების დასჯის განაწყვეტილებას მიიღებს.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასკომი 9 დეკემბერს გაიმართება.