ტომ ბრეიდიმ „ნიუ ინგლენდი“ დატოვა
ტომ ბრეიდიმ „ნიუ ინგლენდი“ დატოვა

20 წლის შემდეგ, ამერიკული ფეხბურთის ლეგენდარულმა მოთამაშემ ტომ ბრეიდიმ „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი“ პირველად  დატოვა.

6 საჩემპიონო ბეჭდის მქონე სპორტსმენი „ტამპა ბეის“ ღირსებას დაიცავს. ახალი კონტრაქტის თანახმად, პლანეტის საუკეთესო ქუორთერბეკი წელიწადში $30 მილიონ ამერიკულ დოლარს მიღებს.

ტომ ბრეიდის სუპერბოული ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული, ამერიკელმა ამის გაკეთება – 2002, 2004, 2005, 2015, 2017 და 2019 წლებში მოახერხა.