ტოკიოში საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა
ტოკიოში საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად ტოკიოში საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ფედერაციების კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა საერთაშორისო საციგურაო კავშირის პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტებმა, საბჭოს წევრებმა, ტექნიკური კომიტეტების წარმომადგენლებმა და ეროვნული ფედერაციების პრეზიდენტებმა მიიღეს.

კონფერენციაზე მოეწყო 2018-2022 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია. განიხილეს მდგრადი განვითარების ინიციატივები და ის აქტივობები, რომლითაც შეძლებენ სპორტსმენებისა და საერთაშორისო საციგურაო ორგანიზაციის წევრების მდგრადი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობას.

სესიიის მეორე ნაწილი დაეთმო მარკეტინგის, პრომოუშენისა და ტურნირების ჩატარების ფორმატს.
კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

კონფერენციის დასასრულს შეჯამდა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ხედვები. მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფიგურული ციგურაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

დატოვე კომენტარი