ტოკიოში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა დასრულდა (ვიდეო)
ტოკიოში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა დასრულდა (ვიდეო)

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დასრულდა მუშაობა ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც 2020 წელს გაიმართება ზაფხულის თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონია.

„მოუთმენლად ველოდებით მომენტს, როცა შევძლებთ ახალ სტადიონზე მთელი მსოფლიოს სპორტსმენების ხილვას. ეს მოხდება 2020 წლის 24 ივლისს, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე“, – განაცხადა ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტოშირო მუტომ.

სტადიონი, რომელიც 68 ათას მაყურებელს იტევს, 21 დეკემბერს გაიხსნება. გახსნისა და დახურვის ცერემონიის გარდა, აქ გაიმართება ტურნირი მძლეოსნობაში და რამდენიმე საფეხბურთო შეხვედრა.