ტოკიოში ოლიმპიადაზე მიწისძვრის შემთხვევის გათვალისწინებით ივარჯიშეს
ტოკიოში ოლიმპიადაზე მიწისძვრის შემთხვევის გათვალისწინებით ივარჯიშეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩატარდა სწავლება იმ შემთხვევისთვის, თუ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ძლიერი მიწისძვრა მოხდება.

სწავლებისთვის აირჩიეს სპორტული ობიექტი არიაკის რაიონში. აქ გაიმართება სპორტული ტანვარჯიშის ტურნირი. როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, სწავლებისას ამუშავებდნენ მოქმედებას 7.3 ბალი მიწისძვრის შემთხვევისთვის.

წვრთნაში მონაწილეობას იღებდა ასზე მეტი მეხანძრე, პოლიციელი და იაპონიის სამხედრო ძალების წარმომადგენელი.

2020 წლის ოლიმპიური თამაშები 24 ივლისს დაიწყება.