ტოკიოში ოლიმპიადა შესაძლოა, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს
ტოკიოში ოლიმპიადა შესაძლოა, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს

2020 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა, შესაძლოა, კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩაიაროს. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“. ამ მომენტისთვის განიხილება ოლიმპიადის უმაყურებლოდ ჩატარებისა და მისი ტელევიზიით ჩვენების ვარიანტი. აღნიშნავენ, რომ თამაშების მასპინძელმა იაპონიამ ოლიმპიადის ორგანიზებაზე 12 მილიარდი დოლარი დახარჯა და არ აპირებს მის ჩატარებაზე უარის თქმას.

უფრო ადრე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს თამაშებისთვის მზადება გეგმის მიხედვით უნდა მიდიოდეს. ოლიმპიური კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს იაპონიის მთავრობასთან და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.