ტოკიოს თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლი 2020 წლის 11 მარტს აინთება
ტოკიოს თამაშებისთვის ოლიმპიური ცეცხლი 2020 წლის 11 მარტს აინთება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური ცეცხლი 2020 წლის 11 მარტს აინთება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ცეცხლის ანთების ცერემონია 2011 წლის 11 მარტს ცუნამით გამოწვეულ ტრაგედიას მიეძღვნება. შვიდი წლის წინ მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიაში დაახლოებით 18 000 ადამიანი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.

ბერძნულ ოლიმპიაში ანთებულ ცეცხლს XXXII თამაშების მასპინძელ ქვეყანაში, იაპონიაში 26 მარტს ჩაიტანენ, სადაც 121 დღის განმავლობაში ცეცხლი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს, 24 ივლისს კი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე ცეცხლი საზეიმოდ დაინთება.