ტოკიოს თამაშებისას სპორტულ არენებზე ალკოჰოლი არ გაიყიდება #1TVSPORT
epa09293039 Pedestrians walk past the logo of the Tokyo 2020 Olympic Games decorated on the wall of Tokyo Metropolitan Government office building, Japan, 22 June 2021. Tokyo and Japan will mark one month before the opening of the Tokyo 2020 Olympic Games on 23 June 2021. The Summer Games was rescheduled from 2020 due to COVID-19 Coronavirus pandemic. EPA-EFE/KIMIMASA MAYAMA
ტოკიოს ოლიმპიადის დროს ალკოჰოლის გაყიდვა სპორტულ არენებზე აკრძალული იქნება. მაყურებელს ასევე არ შეეძლებათ ალკოჰოლური სასმელების შეტანა ტრიბუნებზე. ამის შესახებ განაცხადა „ტოკიო-2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა სეიკო ჰასიმოტომ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, აიკრძალოს ოლიმპიადის დროს სპორტულ ობიექტებზე ალკოჰოლის რეალიზაცია. მაყურებლები ვერც თავად შეიტანენ მძიმე სასმელებს სტადიონებზე“, – განაცხადა ჰასიმოტომ. მისი თქმით, თამაშების ერთ-ერთი სპონსორი – ლუდსახარში კომპანია Asahi დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას.
თავდაპირველად, ორგანიზატორები გეგმავდნენ ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას არენებზე, მაგრამ შეცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება, რადგან კრიტიკა დაიმსახურეს იაპონიის ოპოზიციური პარტიებისგან, მედიცინის სპეციალისტებისგან და მოსახლეობისგან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ მაყურებელს, რომლის სხეულის ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღალი იქნება, არ დაუშვებენ სპორტულ ობიექტებზე. „ჩატარდება სხეულის ტემპერატურის შემოწმება თერმოგრაფის ან უკონტაქტო თერმომეტრის მეშვეობით. თუ ის 37.5 გრადუსს გადააჭარბებს, მათ ტრიბუნებზე არ შეუშვებენ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
სტადიონებზე მაყურებელს მოთხოვენ მუდმივად ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია. აკრძალულია ხმამაღალი ლაპარაკი და ყვირილი, აგრეთვე აპლოდისმენტები.
ამა თუ იმ შეჯიბრზე დასწრების შემდეგ, გულშემატკივრებს მოთხოვენ ორი კვირის განმავლობაში შეინახონ ბილეთები, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეამოწმონ სტადიონზე ადგილის ნომერი. ეს ინფორმაცია დაეხმარება დაადგინონ სხვა ადამიანებთან კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში.
ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. 20 მარტს საბოლოოდ გადაწყდა, რომ თამაშებზე არ დაიშვებიან უცხოელი გულშემატკივრები. 21 ივნისს, ადგილობრივ მაყურებელზე დაწესდა ლიმიტი 10 ათას ადამიანზე. ოლიმპიადის დროს სპორტული არენების შევსებადობა არ უნდა აღემატებოდეს 50 პროცენტს.