ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დრონების გამოყენება აიკრძალება
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დრონების გამოყენება აიკრძალება

19 დეკემბერს, ლონდონის გეთვიკის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების სიახლოვეს დრონების ფრენით გამოწვეული ქაოსის გამო გადაწყდა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მსვლელობისას, უსაფრთხოების მიზნით, სპორტული ობიექტებისა თუ უმთავრესი აეროპორტების სიახლოვეს აიკრძალოს დრონების ფრენა.

ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, გეთვიკის აეროპორტის ხელმძღვანელობა იძლებული გახდა ათასამდე რეისი გადაედო ან გაეუქმებინა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გასატარებული ზომები მათ დაიცავს თამაშებზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმისგან და სხვა სახიფათო ქმედებებისგან.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე აკრძალვა იმოქმედებს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების დროს, რომლის მასპინძელიც ასევე იაპონიაა.

წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი