ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - 2021 წელს კორონავირუსის საფრთხის შემთხვევაში, ოლიმპიადა გაუქმდება
ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - 2021 წელს კორონავირუსის საფრთხის შემთხვევაში, ოლიმპიადა გაუქმდება

თუ 2021 წელს კაცობრიობა ვერ დაამარცხებს კორონავირუსს და ის კვლავაც სერიოზული საფრთხე იქნება ადამიანებისთვის, მაშინ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს კიდევ ერთი წლით აღარ გადაიტანენ და, დიდი ალბათობით, გააუქმებენ. ამის შესახებ გამოაცხადა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ესირო მორიმ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ოლიმპიადა კიდევ ერთი წლით გადაიტანონ კორონავირუსის საფრთხის შემთხვევაში, მორიმ ამას უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, ასეთ შემთხვევაში თამაშები გაუქმდება. აქამდე, ოლიმპიადებს აუქმებდნენ ომების გამო, მაგრამ ახლა, კაცობრიობა ებრძვის უხილავ მტერს,“ – განაცხადა მორიმ „ნიკანსპორტს“-თან (Nikkansports) კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, 2020 წლის ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.