ტოკიოს ოლიმპიადის სამი მილიონი ბილეთი უკვე გაყიდულია
ტოკიოს ოლიმპიადის სამი მილიონი ბილეთი უკვე გაყიდულია

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასრულა ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის თამაშებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის პირველი ეტაპი. ამ მომენტისთვის გაყიდულია 3.22 მილიონი ბილეთი, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.

აზუსტებენ, რომ ყველა ბილეთი შეძენილია იაპონელი გულშემატკივრების მიერ. აგვისტოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დამატებით ლატარიას ჩაატარებს მათთვის, ვისაც პირველ ეტაპზე არ შეხვდა ბილეთი, შემოდგომაზე კი გაიხსნება ახალი ეტაპი.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი, რომელზეც გაიმართება თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონია, აგრეთვე, მძლეოსნობის ტურნირი, 90 პროენტით არის დასრულებული. ის ექსპლუატაციაში ამა წლის ნოემბრიდან შევა.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.