ტოკიოს ოლიმპიადის მედლები მეორადი მობილური ტელეფონებისგან დამზადდა
ტოკიოს ოლიმპიადის მედლები მეორადი მობილური ტელეფონებისგან დამზადდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედლები მთლიანად გადამუშავებული მეორადი პროდუქციისგან არის დამზადებული.

ორგანიზატორების თქმით, მედლებს გაპრიალებული ქვების ფორმა აქვს და მათ დასამზარებლად დაახლოებით 32 კილოგრამი ოქრო იქნა ამოღებული 6.2 მილიონი გამოყენებული მობილური ტელეფონიდან, რომლებიც იაპონელებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩააბარეს სპეციალურად ამ მიზნისთვის.

ამოღებულ იქნა ასევე 3.5 ტონა ვერცხლი და 2.2 ტონა  ბრინჯაო, ჯამში კი 5 000 ოლიმპიური და პარაოლიმპიური მედალი დამზადდა.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.