ტოკიოს ოლიმპიადის გადატანა დამატებით 1.9 მილიარდის ოდენობის ხარჯს გამოიწვევს

14:47, 29.11.2020

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ერთი წლით გადატანა ორგანიზატორებსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 1.9 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ. ამის შესახებ თამაშების საოგანიზაციო კომიტეტზე დაყრდნობით წერს გამოცემა Yomiuri.

შეგახსენებთ, რომ მარტში იაპონიის მთავრობამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება – კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშები ერთი წლით გადადებულიყო. გადატანამდე ოლიმპიადის ჩატარება 13 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

აღნიშნავენ, რომ თამაშების გადატანის ღირებულება მოიცავს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ხარჯებს.

მსგავსი