ტოკიოს ოლიმპიადაზე ზვერევი და კერბერი მიქსტში ითამაშებენ
ტოკიოს ოლიმპიადაზე ზვერევი და კერბერი მიქსტში ითამაშებენ

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა განაცხადა, რომ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ პროგრამაშიც გამოვა და მეწყვილედ ეყოლება დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონი ანჟელიკ კერბერი. ამის შესახებ ზვერევმა ტენის ვორლდ იუ-ეს-ეის (Tennis World USA) განუცხადა:

„დიახ, თითქმის ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ტოკიოში ოლიმპიადაზე კერბერთან ერთად ვითამაშებ“.

ამ ჩოგბურთელებმა აქამდე ორჯერ ითამაშეს ჰოპმანის თასზე, ორივეჯერ ფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ იქ წააგეს შვეიცარიელებთან – როჯერ ფედერერთან და ბელინდა ბენჩიჩთან.