ტოკიო-თბილისი და „მილიონი სვლა“
ტოკიო-თბილისი და „მილიონი სვლა“

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს ჭადრაკში ონლაინ პროექტის „მილიონის სვლის“ ფარგლებში პირველი საერთაშორისო მატჩი ტოკიო – თბილისი გაიმართა.

ტოკიოდან პირველი სვლა ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ გააკეთა, ლევან გორგაძეს კი საპასუხო სვლით ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ უპასუხეს.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ტოჩინოშინი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვიეს. 

პროექტი „მილიონი სვლა“ (იდეის ავტორები: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორი ალექსანდრე სულავა) ქართული ინოვაციაა, რომელიც, უპირველესად, ჭადრაკისა და საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტის ბოლო სვლები გაკეთდება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე, რომელსაც საქართველო, კერძოდ კი ბათუმი, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს და რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქვეყანას 189 ქვეყნიდან 4000-მდე სტუმარი ეწვევა.