ტოკიო 2020 | ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრი 23 ივლისს ჩატარდება - საქართველოს ღირსებას სანდრო ბაზაძე დაიცავს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში შეჯიბრი 23 ივლისს ჩატარდება - საქართველოს ღირსებას სანდრო ბაზაძე დაიცავს #1TVSPORT

სანდრო ბაზაძე საუკეთესო 36 მოფარიკავესთან ერთად იასპარეზებს. ოლიმპიური ტურნირი ტოკიოს გარეუბანში, ჩიბას პრეფექტურის ქალაქ მიჰამა-კუ პალატაში მდებარე საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „მაკუჰარი მესეში“ ჩატარდება. მასშტაბური კონგრეს-ცენტრი 210 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და სამი ძირითადი ზონისგან შედგება. მოფარიკავეები Hall B-ში იასპარეზებენ.

დღეს TOKYO 2020-ის ოფიციალურ ვებგვერდმა შეჯიბრების კალენდარი და სტარტის განახლებული დროები გამოაქვეყნა.

მითითებულია საქართველოს დრო:

T64 – 4:30

T32 – 6:55

T16 – 9:35

T8 – 10:55

1/2 – 14:00

მესამე ადგილისათვის – 15:20

ფინალი – 16:15

პირველი ოთხი რაუნდის შეხვედრები, ოთხ ბილიკზე ჩატარდება.