ტოკიო 2020 | ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის მეოთხე დღეს ტატო გრიგალაშვილი (81კგ) იასპარეზებს. ქართველის პირველი მეტოქე გუამის წარმომადგენელი ენდრიუ იქნება. ტატო წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ნახევარფინალში გასასვლელად სავარაუდოდ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონს, მონღოლ საიდ მოლაის დაუპირისპირდება. გრიგალაშვილი საკუთარ წონაში ოქროს მედლის უმთავრესი კანდიდატია და მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ორი ვერცხლის მედალია და შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე კიდევ სამი სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.