ტოკიო 2020 | სომეხი მოჭიდავე - ოქრო რომ მოიგო, რუსეთიდან უნდა იყო #1TVSPORT
ტოკიო 2020 | სომეხი მოჭიდავე - ოქრო რომ მოიგო, რუსეთიდან უნდა იყო #1TVSPORT

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სომეხმა მებრძოლმა არტურ ალექსანიანმა უარი თქვა დაჯილდოების ცერემონიაზე ვერცხლის მედლის ჩამოკიდებაზე. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა 97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ფინალში ალექსანიანმა წააგო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან და საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება მსაჯობაზე.

„იმისთვის, რომ მოიგო, რუსეთიდან უნდა იყო“, – ახსნა თავისი გადაწყვეტილება ალექსანიანმა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშია – 5:1.

დატოვე კომენტარი