ტოკიო 2020 | შოჰეი ონო - დამატებით დროში შავდათუაშვილის შემეშინდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიო 2020 | შოჰეი ონო - დამატებით დროში შავდათუაშვილის შემეშინდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში მისი მეტოქე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი შოჰეი ონო იყო, რომელიც 2015 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.

მძიმე და დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, 10 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ, იაპონელის გამარჯვებით დასრულდა.

ლეგენდარულ იაპონელ სპორტსმენთან, ორგზის ოლიმპიურ და ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონთან „ასოშიეითედ პრესმა“ ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც შოჰეი ონომ აღიარა, რომ ლაშა შავდათუაშვილთან ბრძოლისას შეეშინდა, რომ გამარჯვებას ვერ შეძლებდა.

„ოქროს მედლისთვის ონომ ეპიკური ბრძოლა გამართა ქართველ ლაშა შავდათუაშვილთან, უშიშარ ვეტერანთან, რომელიც სამ ოლიმპიურ მედალს ფლობს“, – წერს „ასოშიეითედ პრესი“ და ონოს სიტყვებს ციტირებს:  „დამატებით დროში შავდათუაშვილის რამდენიმეჯერ შემეშინდა“.

გამოცემას შავდათუაშვილის კომენტარიც მოჰყავს:

„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ონო საუკეთესო ძიუდოისტია. ის ძალიან ძლიერია და არასდროს არ ცდება. გაიმარჯვა საუკეთესომ“.