ტოკიო 2020 | საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ოლიმპიური მედლების რაოდენობით საუკეთესო ათეულშია #1TVSPORT
ტოკიო 2020 | საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ოლიმპიური მედლების რაოდენობით საუკეთესო ათეულშია #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიადაზე ჩვენი ეროვნული გუნდი წარმატებით ასპარეზობს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში უკვე ხუთი მედალია – ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) დღეს ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა, რაც გარანტირებულ კიდევ ერთ მედალს ნიშნავს.

მიმდინარე მონაცემებით, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთ სულ მოსახლეზე ოლიმპიური მედლების რაოდენობით საუკეთესო ათეულშია და მეცხრე ადგილზე იმყოფება. ჩვენი ქვეყანა ამ სტატისტიკით ასწრებს ოლიმპიურ თამაშებში ისეთ წარმატებულ სახელმწიფოებს, როგორებიც ამერიკის შეერთებულ შტატები, ჩინეთი და მასპინძელი იაპონიაა.

ერთ სულ მოსახლეზე ოლიმპიური მედლების რაოდენობით მოწინავე ადგილზე სან მარინოა, სადაც 33,931 ადამიანი ცხოვრობს. სან მარინოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში ერთი მედალია.