ტოკიო 2020 | ნინო სალუქვაძემ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ნინო სალუქვაძემ კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში“, – განაცხადა ლეგენდარულმა სპორტსმენმა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე სალუქვაძემ 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში კვალიფიკაცია ვერ გადალახა.

წლევანდელ თამაშებზე გამოსვლით, ნინო სალუქვაძემ რეკორდი დაამყარა ოლიმპიადებზე მონაწილეობის რაოდენობით – ეს მისთვის რიგით მეცხრე ოლიმპიადა იყო. 1988 წელს სეულში მან ოქროს მედალი მოიპოვა.

დატოვე კომენტარი