ტოკიო 2020 | ლაშა შავდათუაშვილი - ოქროს პაპა

ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია რომელიც ლაშა შავდათუაშვილს და ტედი რინერს მიეძღვნა.

„ორი ოქროს პაპა“ – ასეთია სტატიის სათაური. გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ თარგმანს:

„გამოცდილებას ყველამ პატივი უნდა სცეს, რადგან ძიუდოს ფილოსოფია სწავლა და შემეცნებაა. თუმცა როდესაც ლაშა შავდათუაშვილზე და ტედი რინერზეა საუბარი, ეს შეიძლება ახალგაზრდებისთვის გამაღიზიანებელიც კი იყოს. ეს გარკვეულწილად გასაგებია, რადგან ოლიმპიადაზე სასწავლებლად არავინ მიდის.

ერთია, როდესაც ოლიმპიადაზე მესამედ ან მეოთხედ ასპარეზობ და მეორეა – ეს ასპარეზი რა ხარისხის არის.

ლაშა ტოკიოში სხვა თაობის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ძიუდოს სამყაროში რაკეტასავით შემოიჭრა. ივნისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიგო და საქართველოს საუკეთესო ძიუდოისტი გახდა.

ტოკიოში მისი მისია უფრო რთული იქნება, რადგან 73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ტიტულს იაპონელი ონო შოჰეი ფლობს. თუმცა აქ არის ერთი მაგრამ – 2020 წლის მარტის შემდეგ ონო რინერის მსგავსად ტატამზე არ გამოჩენილა. შოჰეი ტოკიოში განთესილი არ არის, მეორე ნომერი კი შავდათუაშვილია.

სამი ოლიმპიური ციკლი ეს დიდი დროა, თუმცა რინერმა და შავდათუაშვილმა იციან, რომ მათგან ამჯერადაც ოლიმპიურ მედალს ელიან.

ორივე ძიუდოისტი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ორი „ოქროს პაპა“, რომლებსაც გამოცდილება არ აკლიათ. ამ გამოცდილებას სხვა პატივისცემა სჭირდება, რადგან მას ლაშა შავდათუაშვილის და ტედი რინერის სახე აქვს.“