ტოკიო 2020 | ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებენ #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებენ #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის მესამე დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იასპარეზებენ. ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ბრაზილიელ ბარბოსასა და ფრანგ შენს შორის გამარჯვებული იქნება. ოლიმპიური ოქროს ერთ-ერთი კანდიდატი შოჰეი ონო ბადის მეორე მხარეს მოხვდა. მისი და ლაშას წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ქართველი და იაპონელი ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.

ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში ნაკლებადცნობილ ანგოლელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში მეორე წრეში გერმანელ სტოლს შეხვდება. ლიპარტელიანის მებრძოლ ხასიათს და გამარჯვებისკენ სწრაფვას თუ გავითვალისწინებთ, მას თავისუფლად შეუძლია მედლისთვის ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე მედლების მოპოვებას კიდევ ოთხი სპორტსმენი შეეცდება: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.