ტოკიო 2020 | ლაშა ბექაური ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ლაშა ბექაური ოლიმპიადაზე ასპარეზობას თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყებს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის მეხუთე დღეს ლაშა ბექაური (90კგ) იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში პოლონელ კუჩერას დაუპირისპირდება. ბექაურის კარგად გამოსვლის შემთხვევაში მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე ძლიერი უზბეკი ძიუდოისტი ბობონოვი იქნება. ბადის ამავე მხარეს არიან რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ორი ვერცხლის მედალია. მომდევნო დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე კიდევ ორი სპორტსმენი იასპარეზებს: ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი კი – 12:00 საათზე დაიწყება.