ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი - კორონავირუსმა შეიძლება ოლიმპიადაზე მომავალ წელსაც იმოქმედოს
ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი - კორონავირუსმა შეიძლება ოლიმპიადაზე მომავალ წელსაც იმოქმედოს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელმა დირექტორმა ტოსირო მუტომ განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ, შესაძლოა ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებაზე გავლენა მომავალ წელსაც იქონიოს.

„არ მგონია ვინმეს შეეძლოს იმის თქმა, დააწესებენ თუ არა კონტროლს პანდემიაზე მომავალი წლის ივლისამდე.

ჩვენ მივიღეთ თამაშების ერთი წლით გადადების გადაწყვეტილება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ – მონდომებით ვიმუშაოთ ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად.

ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, კაცობრიობა დაამარცხება კორონავირუსის კრიზისს“, – მოჰყავს სააგენტო „ეი-პი-ს“ (AP) მუტოს სიტყვები.

ტოკიოს თამაშები, რომელიც წელს ზაფხულში უნდა გამართულიყო, 2021 წლისთვის გადაიტანეს.