ტოკიო 2020 | ბასილაშვილი პირველ შეხვედრას კაბრალიეს ბაენასთან თბილისის დროით 07:30 საათზე გამართავს #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ბასილაშვილი პირველ შეხვედრას კაბრალიეს ბაენასთან თბილისის დროით 07:30 საათზე გამართავს #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის საჩოგბურთო ტურნირზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში მსოფლიოს 90-ე ჩოგანს, ესპანელ რობერტო კაბრალიეს ბაენას დაუპირისპირდება. ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივე მატჩში ბასილაშვილმა გაიმარჯვა.ნიკოლოზი პირველ დაპირისპირებაში წარმატების შემთხვევაში მეორე ეტაპზე იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი – საქართველოს პირველი ნომერი, ATP-ის (ჩოგბურთის პროფესიული ასოციაცია) მიერ ჩატარებული ხუთი ტურნირის გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში. დიდი სლემის ტურნირებზე ქართველმა ჩოგბურთელმა საუკეთესო შედეგი 2018 წლის ამერიკის ღია პირველობაზე დააფიქსირა (მე-4 რაუდი).კარიერაში გამომუშავებული საპრიზო თანხა 6 097 658 დოლარია. კარიერაში საუკეთესო პოზიცია – მე-16 (27 მაისი ,2019). ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგში 42-ე ნომერია. ქართველი ჩოგბურთელი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, სადაც იგი პირველივე წრეში დამარცხდა ურუგვაელ პაბლო კუევასთან.

ტოკიოს 2020-ის ოლიმპიადაზე ჩოგბურთელთა ასპარეზობას Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ერთეულთა თანრიგში 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.