თოფურიასა და ევლოევის ბრძოლა ჩაიშალა - ილიასთვის ახალ მეტოქეს ეძებენ  #1TVSPORT
თოფურიასა და ევლოევის ბრძოლა ჩაიშალა - ილიასთვის ახალ მეტოქეს ეძებენ #1TVSPORT

UFC-ის 22 იანვარს გასამართ ღონისძიებაზე ილია თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა.

კავკასიელების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან თოფურიაც და ევლოევიც დაუმარცხებელი მებრძოლები არიან. 

რუსეთის მოქალაქე ინგუშ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ეს გახდა თოფურიასთან დაგეგმილი ბრძოლის ჩაშლის მიზეზი.

თოფურია 22 იანვარს მაინც იჩხუბებს და ახლა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მენეჯმენტი ქართველისთვის ახალ მეტოქეს ეძებს.

თავად ილია თოფურიამ კი დენ იგესთან ბრძოლის სურვილი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოთქვა:

„ცუდი ამბავია! მოვსარ ევლოევი ბრძოლას ჩაეხსნა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა. დენ, ჩხუბზე რას იტყვი? სასწრაფოდ შემატყობინე და თუ თანახმა ხარ, იმედია, 22 იანვარს შევხვდებით“, – წერს ილია თოფურია.