თოფურიას მწვრთნელი - ილიას წონა 85 კილოგრამია და ბრძოლის წინ მას 66-კილოგრამამდე დაკლება უწევს #1TVSPORT
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტემ განაცხადა, რომ ქართველს ბრძოლების წინ, დაახლოებით, 20 კილოგრამის დაკლება უწევს.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თოფურიამ აღნიშნა, რომ მსუბუქ წონაში (70კგ.) სურს გადასვლა. იგი ამჟამად ქვემსუბუქი წონის (66კგ.) ჩემპიონია.
„ცხოვრებაში მისი წონა 85 კილოგრამია. ბრძოლისთვის 66-კილოგრამამდე უწევს დაკლება, რაც ილიასთვის ძალიან რთულია“, – აღნიშნა კლიმენტემ.
თავის განცხადებასთან დაკავშირებით თოფურიამ განმარტებაც გააკეთა. როგორც 27 წლის ქართველი მებრძოლი ამბობს, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ UFC-ისთვის არ უცნობებია.