ტოჩინოშინის მეოთხე გამარჯვება აკი ბაშოზე (ვიდეო)

ლევან გორგაძემ შემოდგომის ბაშოს მე-6 დღეს წარმატებით იასპარეზა: ქართველი სუმოისტი პირველ მაეგაშირას შეხვდა და მეტოქე ცუკიოტოში ილეთით დაამარცხა.

მიმდინარე ბაშოზე ლევან გორგაძეს 4-2 ბალანსი აქვს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მონღოლი სეკივაკე იქნება. ურირთშეხვედრებში 12:5 ქართველი სუმოისტის სასარგებლოდ. სეკივაკეს შემოდგომის ბაშოზე 2-4 ბალანსი აქვს. მიმდინარე ბაშოზე ქართველ სპორტსმენს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ჯამში 8 მოგება სჭირდება.

თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ აკი ბაშოს მე-7 დღეს მე-10 მაეგაშირა მიტორიუს დაუპირისპირდა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მას ორი გამარჯება და ოთხი მარცხი აქვს და რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გაგამარუს მომდევნო მეტოქე მე-8 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება.