ტოჩინოშინს ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება შეეძლო [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე ლევან გორგაძეს ზედიზედ ოთხი გამარჯვება ჰქონდა. ამჯერად, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირას, ურას დაუპირისპირდა.

უპირატესობას ქართველი სუმოისტი ფლობდა და ახლოს იყო, რომ გამარჯვების სერია ხუთამდე გაეზარდა, მაგრამ იაპონელმა სპორტსმენმა თითქმის წაგებული ბრძოლის მოულოდნელი შემოტრიალება მოახერხა და ტოჩინოშინს კატასუკაშის ილეთით სძლია.

ამგვარად, რვა საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს თანაბარი ბალანსი აქვს (4:4) და ქართველ სპორტსმენს რეიტინგში დასაწინაურებლად კიდევ ოთხი გამარჯვება სჭირდება. ლევან გორგაძე მომდევნო ბრძოლას ხვალ გამართავს და მისი მეტოქე დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ იქნება.

დატოვე კომენტარი