ტოჩინოშინს კაჩი-კოშისთვის 1 გამარჯვება სჭირდება

13:00, 23.11.2018

კიუშუ ბაშოს მე-13 დღეს მეშვიდე ბრძოლა მოიგო ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკანოივა იყო, რომელსაც ქართველმა სეკიტორმა ძალისმიერ ორთაბრძოლაში აჯობა და ისევ მოახერხა დადებით ბალანსზე გასვლა.

კიუშუ ბაშოს დასრულებამდე 2 დღეა დარჩენილი. ტოჩინოშინს კაჩი-კოჩის (დადებითი ბალანსის) დასაფიქსირებლად 2 ბრძოლიდან 1 გამარჯვება სჭირდება. ხვალ ქართველი ოძეკის მეტოქე უაღრესად მოტივირებული სეკივაკე მიტაკეუმი იქნება , რომელსaც წლის ბოლო სუპერტურნირზე წაგების უფლება აღარ აქვს, რადგან წოდების დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

მსგავსი