ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს „კოკუგიკანში“ მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე ვითარების გამოსწორება მოახერხა ლევან გორგაძემ, რომელმაც ცუდი სტარტის და 2 მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა და შეჯიბრის მეხუთე დღეს დადებით ბალანსზე გავიდა.

მესამე გამარჯვების მოპოვება ქართველმა მებრძოლმა მე-5 მაეგაშირა ოკინოუმისთან შეძლო. ტოჩინოშინმა შეჯახებისთანავე მოახერხა თავისთვის სასურველი პოზიციის და მეტოქის მავაშის აღება. ფიზიკურ ძალაში კი მოწინააღმდეგეს შანსი აღარ დაუტოვა და იორიკირის ილეთით გადადგა დოჰიოს მიღმა.

ხვალ, 19 მარტს ლევან გორგაძის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება, რომელსაც მსგავსი ბალანსი 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.