ტოჩინოშინმა ზედიზედ მეხუთე ბრძოლა ვეღარ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT​

მარტს ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მეტოქე მე-9 მაეგაშრა ტიობიზარუ იყო. ლევანმა, ამ ბაშოზე უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი (რაც მისთვის უპირველესი ამოცანა იყო) და ამჯერად ვეღარ შეძლო ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება – ჩვენებური ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა და შეწყდა ზედიზედ 4-მოგებიანი სერია, რომელიც ქართველს ამ ორთაბრძოლამდე ჰქონდა.

ამრიგად, 12 დღის შემდეგ ტოჩინოშინს 8 მოგება და 4 წაგება აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშრა კირიბაიამა იქნება.