ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა
ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

იაპონური ვებ-პორტალის „ნიკანსპორტის“ მიხედვით, ქართველმა სეკიტორიმ, ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გასულ ბაშოზე მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა.

ტოჩინოშინმა ტრავმა ნაგოია ბაშოზე, 31 ივლისს მიიღო, როდესაც მისი ბალანსი (5-0) ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ოძეკის რანგის შენარჩუნებისთვის მან აკი ბაშოზე აუცილებლად დადებითი ბალანსი უნდა მოიპოვოს.

ლევან გორგაძე კასუგანოს კლუბის დარბაზში ვარჯიშობს. როგორც თავად აცხადებს, ტრავმა ბოლომდე არ მოშუშებია, თუმცა ვარჯიშის საშუალებას უკვე აძლევს.

„როდესაც ფეხს ვტვირთავ, ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება, ახლა ბევრად უკეთ ვარ. წინ მეთოდურად წავალთ. უმთავრესი მიზანი შემოდგომის ბაშოზე ასპარეზობაა, თუმცა ახლა პრიორიტეტი სარეაბილიტაციო პროცესია“ – განაცხადა მან.