ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე დაამარცხა და დადებითი ბალანსი გაიფორმა [ვიდეო] #1TVSPORT

მაისის ბაშოს მე-12 დღეს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-12 მაეგაშირა მიოგიურიუს შეხვდა, ვინც ლევანისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა (აქამდე 30-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ქართველს 17 ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა). ამჯერად კი ტოჩიმ შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოს მიღმა.

ამრიგად, 12 დღის შემდეგ ტოჩინოშინმა მთავრი ამოცანა წარმატებით გადაჭრა, მე-8 გამარჯვება მოიპოვა და მაისის ბაშოზე დადებითი ბალანსი გაინაღდა. მისი მომდევნო მეტოქე მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება.