ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი გაიფორმა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-13 დღეს, მერვედ დამარცხდა ლევან გორგაძე და წოდებაში დაქვეითდება.

მისი მეტოქე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იყო, რომელთან ურთიერთშეხვედრებში ქართველს ხუთიდან ხუთი ჰქონდა მოგებული.

ტოჩინოშნიმა ეს შერკინებაც კარგად დაიწყო. შეტაკებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და აქტიური მოძრაობით შეაწუხა მეტოქე, მალევე კი ჰატაკიკომის ილეთით დასცა დოჰიოზე.

გიოჯიმაც ქართველისკენ გაიშვირა გუმბაი, მაგრამ საქმეში შეიმპანები ჩაერთვნენ. შეიკრიბა მონოი, გადაწყვეტილება გადაიხედა და აღმოჩნდა, რომ ტოჩინოშინის ფეხი მეტოქის წაქცევამდე შეეხო ტავარას გარე პერიმეტრს.

შესაბამისად, გიოჯის გადაწყვეტილება შეიცვალა და გამარჯვება კაგაიაკის მიანიჭეს.

ლევან გორგაძემ ამ წაგებით უარყოფითი ბალანსი გაიფორმა და მომდევნო ბაშოს დაბალი წოდებით შეხვდება.