ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი გაიფორმა (ვიდეო)

2021 წლის პირველი სუპერტურნირის მე-11 დღეს მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა მე-8 მარცხი კომოსუბი მიტაკეუმისგან იწვნია, რომელმაც მძლავრი შეჯახების შემდეგ ქართველთან უპირატესობა მოიპოვა, წონასწორობა დააკარგვინა და ბიძგით გაიყვანა დოჰიოს მიღმა.

ლევან გორგაძეს ბაშოს დასრულებამდე კიდევ 4 შეხვედრა აქვს გასამართი. ხვალ მისი მეტოქე პირველი მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც მსგავსი ბალანსი აქვს – 3/8-ზე.