ტოჩინოშინმა ტოკოშორიუს წინააღმდეგობა ვერ დაძლია (ვიდეო)

ნოემბრის ბაშოს მეხუთე დღეს ქართველი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსით (2-2) შეხვდა, მისი მეტოქე ტოკუშორიუ იყო. მასთან აქამდე გამართული ექვსი შეხვედრიდან, ლევანმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა მის მეტოქეს.

ქართველის წარმატებული სვლა ამჯერად ვეღარ გაგრძელდა, ტაჩიაის (საწყისი შეჯახება) შემდეგ ტოკუშორიუმ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და ტოჩინოშინი კიდესთან მიიყვანა, ქართველმა თავიდან კი მოახერხა თავის დაცვა, მაგრამ საბოლოოდ, საკმაოდ მძომეწონოსანი ტოკოშორიუ მიაწვა და ქართველი ოშიდაშით გაიყვანა დოჰიოდან.

ამრიგად ტოჩინოშინს მოგება-წაგებათა ბალანსი 2-3 გაუხდა. მე-6 დღეს მისი მეტოქე კოტოეკო იქნება, ვინც ამ ბაშოზე კარგად ასაპრეზობს აქამდე გამართული 5 შეხვედრიდან 4 მოგება და 1 წაგება აქვს. ლევანი მას აქამდე ერთხელ 2020 წლის ივლისის ბაშოზე შეხვდა და მაშინ სამწუხაროდ ჩვენებური დამარცხდა.