ტოჩინოშინმა ტამავაში დაამარცხა

16:44, 20.01.2020
ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს მაეგაშირა ტამავაში დაამარცხა და ტურნირზე მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა სუმოისტმა მეტოქე იორიკირის ილეთით დაამარცხა და ამგვარად, ტურნირზე ტოჩინოშინის ბალანსია – 4:5.

ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე მეათე საჭიდაო დღეს სეკივაკე ასანოიამა იქნება.

მსგავსი