ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა (ვიდეო)
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა (ვიდეო)

დღეს იაპონიაში, ოსაკას პრეფექტურაში წლის რიგით მეორე სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო დაიწყო.

ქართველი სეკივაკეს, ლევან გორგაძის პირველი მეტოქე მონღოლი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო.

იმის მიუხედავად რო ტოჩინოშინს კუნთის ტრავმა აქვს, ქართველმა მებრძოლმა ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ რომ ლევან გორგაძე წლის პირველი სუპერტურნირის გამარჯვებულია. ჰარუ ბაშოზე ტრავმების გამო , კვლავ არ მონაწილეობენ იოკოძუნები : ჰაკუჰო და კისენოსატო.

ჯურიოს დივიზიონში თავისი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმაც.